OpticOn — ოპტიკა თბილისში

რატომ ოპტიკონი?

⭐ სწრაფი მომსახურება

სათვალის დამზადება და მინების ჩასმა ხშირ შემთხვევაში იმავე დღეს. ვაფასებთ თქვენს დროს და ვცდილობთ მომსახურება მაქსიმალურად სწრაფად გაგიწიოთ.

⭐ უმაღლესი ხარისხის მინების დამზადება

გთავაზობთ მაღალი ხარისხის ოპტიკურ მინებს ნებისმიერი საჭიროებისთვის.

⭐ ხარისხიანი პროდუქცია

ჩვენთან დაგხვდებათ საერთაშორისო ბრენდების ჩარჩოები, მინები, კონტაქტური ლინზები, ხსნარები და ოპტიკური აქსესუარები.

⭐გადახდის მოქნილი სისტემა

ჩვენთან შეგიძლიათ გადაიხადოთ თქვენთვის ყველაზე მოსახერხებელი მეთოდით:

  • 💳 Visa, Mastercard და American Express ბარათებით;
  • 🌍 საქართველოსა და საერთაშორისო ბანკების ნებისმიერი ბარათით;
  • 🏦 TBC ბანკისა და საქართველოს ბანკის გადახდის განაწილებით;
  • 📦 Cash on Delivery – გადაიხადეთ კურიერთან, შეკვეთის მიღებისას.
დაგვიკავშირდით

ჩვენი სერვისები

OpticOn-ში გთავაზობთ სრულ ოპტიკურ მომსახურებას — მხედველობის შემოწმებიდან მზა სათვალემდე.

სათვალის დამზადება რეცეპტის მიხედვით

ვამზადებთ სათვალეებს თქვენი რეცეპტისა და მხედველობის საჭიროებების მიხედვით. შეგიძლიათ შეარჩიოთ ჩარჩო და სხვადასხვა ტიპის ოპტიკური მინა.

მინების ჩასმა თქვენს ჩარჩოში

თუ უკვე გაქვთ ჩარჩო, შეგვიძლია მასში ახალი ოპტიკური ან მზის მინების ჩასმა, ჩარჩოს ტექნიკური მდგომარეობის შეფასების შემდეგ.

ექიმის კონსულტაცია

ჩვენთან შეგიძლიათ გაიაროთ მხედველობის შემოწმება და მიიღოთ ექიმის კონსულტაცია. წინასწარი ჩაწერა აუცილებელია.

სათვალის შეკეთება

ვახორციელებთ სათვალის შეკეთებას, აღდგენას, რეგულირებას, გასწორებას, ხრახნებისა და ცხვირის ბალიშების შეცვლას.

დაგვიკავშირდით

ექიმის კონსულტაცია OpticOn-ში

სწორი რეცეპტის დადგენა უმნიშვნელოვანესია მკაფიო ხედვისთვის და თვალის ჯანმრთელობისათვის.

ოპტიკონში შესაძლებელია როგორც სათვალის, ისე ლინზების ნომრების დადგენა.


ექიმთან ვიზიტისათვის საჭიროა წინასწარი ჩაწერა.

დაგვიკავშირდით

გვესტუმრე ოპტიკონში

📍 თბილისი, საქართველო
🏠 ვაჟა-ფშაველას 54

⏰ სამუშაო საათები:
📅 ყოველ დღე: 11:00 – 20:00

Google Maps