მინების მოვლა
Share
აი რამდენიმე საინტერესო და სასარგებლო ფაქტი, რომელიც დაგეხმარებათ თქვენი სათვალე დიდხანს იყოს იდეალურ მდგომარეობაში:
• მინების გასაწმენდად გამოიყენეთ მხოლოდ სპეციალური სპრეი ან თბილი წყალი + რბილი საპონი
• ქაღალდის ხელსახოცი, მაისური ან პირსახოცი მიკრო ნაკაწრებს ტოვებს, რაც დროთა განმავლობაში ამცირებს ხედვის ხარისხს
• ოპტიკისთვის განკუთვნილი სპრეები არ აზიანებს ანტირეფლექსურ და ბლუ-ლაით საფარებს
• ალკოჰოლის შემცველმა საყოფაცხოვრებო სითხეებმა შეიძლება საფარი გააფუჭოს
• სათვალე ყოველთვის შეინახეთ ქეისში, როცა არ გიკეთიათ
• არასდროს დადოთ მინებით ქვემოთ — ეს ყველაზე ხშირი ნაკაწრების მიზეზია
• მაღალი სიცხე (მაგალითად, მანქანაში დატოვება ზაფხულში) აზიანებს მინების საფარს
• ცხელი წყლით რეცხვაც არ არის რეკომენდებული
სათვალის სწორად მოვლა არა მხოლოდ ვიზუალურ სისუფთავეს, არამედ თვალის კომფორტსაც იცავს და უზრუნველყოფს.